|
2025-03-24 14:40:27, 483 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში საბოლოოდ დაუჭირეს მხარი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას
სომხეთში მეორე და ბოლო მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“. “ბრიუსელში ელოდებიან მეორე მოსმენას კანონპროექტის „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ რეაგირება”, – ამის შესახებ 24 მარტს, ეროვნული ასამბლეის ევროპული ინტეგრაციის მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის საგანგებო სხდომაზე, კანონპროექტის მეორე და საბოლოო მოსმენაზე მსჯელობისას, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა, ოპოზიციური ბლოკის „სომხეთის“ დეპუტატის, არმენ გევორქიანის შეკითხვაზე პასუხად, რომელიც დაინტერესდა, არსებობს თუ არა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების ოფიციალური რეაქცია კანონპროექტთან დაკავშირებით. ბოლო წლებში ერევანი სულ უფრო ხშირად გამოხატავს დაინტერესებას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით, განსაკუთრებით 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ, როცა რუსეთის მიმართ ნდობა შესუსტდა. ამ ეტაპზე, სომხეთის მთავრობა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე იწყებს ამ პროცესს. ოპოზიცია სკეპტიკურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ევროკავშირს, თუ რეალური პოლიტიკური ნება ექნებოდა, უკვე ექნებოდა მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)