|
2025-03-23 17:35:46, 810 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, ე.წ. ექსტრემიზმისთვის დაკავებული პირი საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა
21 მარტს, რუსეთში, ნოვოროსიისკში, საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა "ექსტრემიზმისთვის" დაკავებული ვალერი ბაილო. ინფორმაციას რუსული მედია დაღუპულის ადვოკატზე, სერგეი იანკოვსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. ადვოკატის თქმით, ის ბაილოს გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, თებერვალში შეხვდა. "ის დაუძლურებული იყო და ამბობდა, რომ ძლიერი ტკივილების გამო ვერ ჭამდა. მიუხედავად მას სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს. როგორც ჩანს ის შიმშილისგან და უძლურობისგან გარდაიცვალა, კუჭი აწუხებდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმება არ ჩაუტარეს". იანოვსკიმ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ბაილოს სიკვდილის ფაქტზე საჩივრით მიმართა. ბიალო პატიმრობაში 2024 წლის აპრილიდან იმყოფებოდა, იმავე წლის ივლისში მას 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად. 2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეები "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი საქმიანობა აკრძალა. მას შემდეგ ასობით აღმსარებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მათგან 10-ზე მეტი ადამიანი პატიმრობაში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)