09:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-23 14:00:54, 709 ნახვა

მსოფლიო
პიტერ სიიარტო - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროგრესი ვერ იქნება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მანამდე დაბლოკავს, სანამ უკრაინის ტრანსკარპათიის ოლქში მცხოვრებ უნგრელებს 2015 წელს ჩამორთმეული უფლებები არ დაუბრუნდებათ.

ამის შესახებ სიიარტომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბეატე მაინლ-რაისინგერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

„სატელეფონო საუბარი მქონდა ბეატე მაინლ-რაისინგერთან ტრანსკარპათიაში უნგრელების უფლებების შესახებ. დაპირებების მიუხედავად, უკრაინას ჯერ კიდევ არ აღუდგენია უნგრელი უმცირესობის 2015 წელს წართმეული უფლებები. სანამ ეს არ შეიცვლება, ვერ იქნება პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - წერს სიიარტო.

მისი მტკიცებით, კიევის პოლიტიკა უმცირესობებთან დაკავშირებით მიუღებელია და აშკარად ეწინააღმდეგება საერთო ევროპულ წესებსა და პრინციპებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics