|
2025-03-23 13:37:48, 867 ნახვა
მსოფლიო
პეტრ პაველი - რუსეთი იყო და კვლავ რჩება ევროპული უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხედ
ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, ჩეხეთი მზად არის უკრაინაში სამშვიდობო ჯარები გაგზავნოს. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა 22 მარტს გამოქვეყნებულ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. მანამდე, 21 მარტს პაველი კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. "თუ ძლიერი ევროპული ქვეყნების ჯგუფი მზად არის უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ჩემი მტკიცე რწმენაა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მათ შორის უნდა იყოს". - განაცხადა პაველმა. მისი თქმით, "ახლად ორგანიზებული მსურველთა კოალიცია" მზად არის უკრაინაში "სტაბილიზაციის ძალების" განლაგებისთვის მას შემდეგ, რაც მშვიდობის შეთანხმება გაფორმდება. "ჩვენ უკვე ვართ ამ კოალიციის ნაწილი და მჯერა, რომ თუ ძალების განლაგების შესახებ საერთო სურვილი იარსებებს, ჩეხეთის რესპუბლიკა მისი ნაწილი იქნება". - თქვა პაველმა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის NATO-ს წევრობის შესაძლებლობა დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას. "დავტოვოთ ეს საკითხი ღიად მომავლისთვის, რადგან პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან". - აღნიშნა პაველმა აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგობასთან დაკავშირებით. "რუსეთი იყო და კვლავ რჩება ევროპული უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხედ". - თქვა მან. პაველის თქმით, უკრაინას არ მიუღია სრული გამარჯვებისთვის საკმარისი სამხედრო დახმარება. "თუ უკრაინას არ მიეწოდება გაცილებით მეტი სამხედრო დახმარება. მისთვის შეუძლებელი იქნება, უზარმაზარი დანაკარგების გარეშე, გაათავისუფლოს ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული" - აღნიშნა მან. მანამდე, ჩეხეთის პრეზიდენტი რუსების მიერ ოდესის დაბომბვის დროს ქალაქში იმყოფებოდა. ოდესის რეგიონული გუბერნატორის, ოლეგ კიპერის თქმით, პაველმა ოდესის შავი ზღვის პორტი მოინახულა. "აღსანიშნავია, რომ მტრებმა ჩვენი შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ მიიტანა მასიური შეტევა ოდესის რეგიონზე. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება მსოფლიოსთვის: ომი ისევ ძალაშია და უკრაინა აგრძელებს ბრძოლას" – წერს კიპერი Telegram-ზე. რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასიური იერიში 21 მარტის დილას მიიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)