|
2016-03-11 20:26:20, 2473 ნახვა
სპორტი
გაერთიანებული ნიუსრუმის მიმართვა საგამოძიებო ორგანოებს
ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია ასახული. "გაერთიანებული ნიუსრუმი" - ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსი" საინფორმაციო პორტალი "პირველი ნიუსი-საქართველო" ინტერნეტჟურნალი "არგუმენტი" პორტალი "ეკონომიკი" გმობს მომხდარ ფაქტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს ფაქტის უსწრაფეს ვადებში გამოძიებისკენ მოუწოდებს. სააგენტო მიიჩნევს, რომ ვიდეომასალის შემკვეთებიც და გამავრცელებლებიც უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. ვფიქრობთ, ყველა წინა შემთხვევის დროს, გამოძიების ბოლომდე არმიყვანამ, ახალი დანაშაული წარმოშვა. დაუსჯელობის სინდრომი ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს. ჩვენ არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანის პირადი ცხოვრება დაუცველია. ჩვენ ასევე ვგმობთ, მედიასაშუალების მიერ მსგავსი ფაქტების ტირაჟირებას. დაუშვებლად მიგვაჩნია, მედიამ გაავრცელოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. მით უმეტეს, მიუღებელია, როდესაც ამას აკეთებს ავტორიტეტული მედიასაშუალება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)