|
2025-03-18 16:45:00, 814 ნახვა
სამართალი
ჯორჯ და ამალ კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს იწყებს
„კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ აცხადებს, რომ TrialWatch, რომელიც უფასო იურიდიული დახმარების გაწევას ახორციელებს სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს გეგმავს, - ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, მონიტორინგის დაწყება დღეიდან, 18 მარტიდან იგეგმება. „ამაღლობელი, რომელმაც დააარსა ჯილდოს მფლობელი ონლაინ მედიასაშუალებები: „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, 11 იანვარს საღამოს დააკავეს, როდესაც მან პოლიციის განყოფილების ღობეზე სტიკერი გააკრა საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით - რაც იყო ჟესტი მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად, რომლებმაც 2024 წლის ნოემბრის შემდეგ მთელი ქვეყანა მოიცვა. 12 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ მოხდა შელაპარაკება პოლიციასთან, როდესაც ხალხი მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბა, რასაც მისი დაუყონებლივ ხელახალი დაკავება მოჰყვა“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში. ფონდში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და მას სამჯერ უთხრეს უარი გირაოს მოთხოვნაზე მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცების საფუძველზე, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი გირაოს მიზეზების სათანადოდ გათვალისწინების გარეშე. „ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ამაღლობელს დაკავების შემდეგ ქალაქის პოლიციის უფროსი დაემუქრა და შეაფურთხა. მისი დაკავებისა და საქართველოში სხვა მომიტინგეების მიმართ მოპყრობის გასაპროტესტებლად, ამაღლობელი პატიმრობაში 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ფონდში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch მოამზადებს ანგარიშს, რომელიც საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად შეაფასებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში 2024 წლის ნოემბრის შემდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე მთავრობის პასუხმა, რომელიც ხასიათდება პოლიციის ძალადობით, დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობითა და ჟურნალისტებზე თავდასხმით, საერთაშორისო კრიტიკა და განგაში გამოიწვია. „საქართველოს მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევის ცენტრმა დააფიქსირა 90-ზე მეტი ინციდენტი, როდესაც სამართალდამცავი თანამშრომლები თავს დაესხნენ მედიის თანამშრომლებს, როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად, ან ხელი შეუშალეს მათ მუშაობას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ თანადამფუძნებლები ჰოლივუდის მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი ცოლი, ამალ კლუნი არიან. ფონდი უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დასაცავად 40-ზე მეტ ქვეყანაში.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)