|
2025-03-17 16:05:57, 839 ნახვა
საზოგადოება
ნანუკა ჟორჟოლიანი - პატიმრებთან აღებულ პირობას ბოლომდე შევასრულებთ, მოვიფიქრებთ სხვა გზებს
საინტერესო ფაზაში გადავდივართ და პატიმრებთან აღებულ პირობას შევასრულებთ ბოლომდე! - მოვიფიქრებთ სხვა გზებს, როგორ დავეხმაროთ ბიჭებს, - ამის შესახებ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებას ეხმაურება. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, „როდესაც ერთი კარი იხურება, აუცილებლად იღება მეორე“. „არანაირი პანიკა, არანაირი უიმედობა! პირიქით, საინტერესო ფაზაში გადავდივართ და პატიმრებთან აღებულ პირობას შევასრულებთ ბოლომდე! მოვიფიქრებთ სხვა გზებს, როგორ დავეხმაროთ ბიჭებს! „ქოცებს“ რომ ეგონათ შეგვაშინებდნენ, ბრძოლის ახალი ძალებით დაგვტენეს“, - წერს ჟორჟოლიანი. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, „ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. „ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით. ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად გაგზავნილა.დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება“, - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც. "კერძოდ: prosperitygeorgia.org - ნიკა გილაურის ფონდი და Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. დაყადაღებულია ის ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ. ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ", - აღნიშნავს ჟორჟოლიანი.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)