|
2025-03-17 12:54:44, 556 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა, პრაქტიკულად მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა
დღევანდელ გადაწყვეტილებას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი მისი მორიგი ბრალდების სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივა მედიდან დისტანციურად ერთვება. "მინდა გამოვეხმაურო იმ ჯალათურ, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა და პრაქტიკულად მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა. თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის . ვისაც კიდევ სჯერა, რომ მე სამუდამო პატიმრობით და განადგურებით მსჯიან იმისათვის რომ ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის დღესასწაულზე რამდენიმე ცხვარი გავაგზავნე, სამი პიჯაკის და 1 პალტოს ყიდვისთვის, ან საზღვრის გადაკვეთისთვის, როცა არც ერთი სხვა საშუალება საქართველოში ლეგალურად შემოსვლის არ დამიტოვეს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს მე ვერაფერს ვერ ავუხსნი, მაგრამ მე მგონი მასეთი მსოფლიოში არავინ აღარ არის. ეს განადგურება ვითომ სასამართლოს წესით არის იმისათვის, რომ ქართველი ხალხი და ჩემი მომხრეები დააშინონ და ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, რადგან ეუბნებიან მასაც, რომ მასაც იგივე ბედი ელის თუ უკრაინას არ ჩააბარებს." აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანიშვილის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, 4,5 წელი მიუსაჯა. მოსამართლე ჯინჯოლიამ გამოიყენა შეკრებითობის პრინციპი და განაჩენს 12 მარტის გადაწყვეტილებაც დაუმატა ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჯამში ოლიგარქის სასამართლომ მესამე პრეზიდენტს დღეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)