|
2025-03-17 12:09:41, 478 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი საგარეო - სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა უკრაინაში უიარაღო დამკვირვებლებს ითვალისწინებდეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა "გულისხმობდეს უკრაინაში უიარაღო დამკვირვებლების, სამოქალაქო მისიის განთავსებას, რომელიც გააკონტროლებს შეთანხმების ცალკეული ასპექტების შესრულებას, ან გარანტიის მექანიზმებს". ამის შესახებ გრუშკომ, გამოცემა "Известия"-თან ინტერვიუში ისაუბრა. "თუ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე ვსაუბრობთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მას გარე კონტური ექნება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უსაფრთხოების რკინის გარანტიები ამ შეთანხმების ნაწილი იყოს" - თქვა გრუშკომ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვის ასევე ამბობდა, რუსეთი უკრაინაში NATO-ს სამხედრო კონტინგენტის განლაგებას არ მოითმენს. მისი თქმით, რუსეთი NATO-ს სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე შეაფასებს, როგორც ადრე განიხილავდა NATO-ს პოტენციურ განლაგებას უკრაინაში. ლავროვის თქმით, "ეს უკვე აღარ იქნება ვითომდა ჰიბრიდული მონაწილეობა, არამედ ომში NATO-ს ქვეყნების რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი, ოფიციალური და დაუფარავი ჩართვა". მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბირთვულ რიტორიკას რუსეთისთვის მუქარად განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)