01:56 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 14:10:49, 581 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში თამბაქოს წარმოებისთვის ლიცენზიის აღების ვალდებულება 2026 წლის იანვრამდე გადავადდება

საქართველოში თამბაქოს წარმოებისთვის ლიცენზიის აღების ვალდებულება, რაც 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის გადავადდება.

ლიცენზიის ვადის 9 თვით გადაწევის საკითხი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა და თამბაქოს მწარმოებელთათვის რიგი მოთხოვნები დაწესდა. თამბაქოს წარმოებაზე ლიცენზიის ოდენობად - 50 000 ლარი განისაზღვრა.

ლიცენზიის მოპოვებისთვის კომპანიებს სპეციალური ლაბორატორიის მოწყობა დაევალათ. სწორედ ამ ლაბორატორიაში უნდა დადგინდეს, რომ თამბაქოს პროდუქტი მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტანდარტებს შეესაბამება.

ინიციატორები თამბაქოს წარმოების ლიცენზიის ვადის გადაწევას სწორედ ლაბორატორიის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხებით ხსნიან.

“კანონმდებლობით განსაზღვრული ლაბორატორიის მოწყობა ფინანსურ ხარჯებთან და დროის რესურსთან არის დაკავშირებული. ლაბორატორიის აღჭურვისათვის საჭირო დანადგარების უმეტესი ნაწილის ადგილობრივ ბაზარზე შეძენა შეუძლებელია. შესაბამისად, საჭირო დანადგარების მწარმოებლის მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმებული პროდუქციის შესყიდვა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ უნდა განხორციელდეს.

ლაბორატორიული დანადგარების მწარმოებელი უცხოური საწარმოების მიერ დანადგარების დასამზადებლად და ტრანსპორტირებისათვის განსაზღვრულია სტანდარტული ვადები. ამასთანავე, დანადგარების საწარმოში დაინსტალირებისათვის და ტექნიკურად გამართვისათვის საჭიროა მწარმოებელი ქარხნის ტექნიკური ჯგუფის ჩართულობა, რაც კიდევ უფრო ართულებს ლაბორატორიის მოწყობის პროცესს.

იმისათვის, რომ სრულად იქნეს შეძენილი ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობა და მოხდეს მათი ინსტალაცია, საჭიროა დაახლოებით 7-9 თვე“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics