|
2025-03-14 12:42:52, 762 ნახვა
ეკონომიკა
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. სამ თვიანი კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტურ კონცეფციებს, განავითარებენ საჭირო უნარ-ჩვევებს და შეძლებენ მათ გამოყენებას რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. კურსი მიზნად ისახავს გაზარდოს ხელოვნური ინტელექტის ინტერესი რეალურ პროექტებზე პრაქტიკული მუშაობის გზით. Python-ის საწყისები, ხელოვნური ინტელექტის მოდელების დახვეწა (fine-tuning), დიდი რაოდენობის მონაცემებთან მუშაობა; სამუშაო მოდელების გაწვრთნა და ოუფენ სორს LLMs (მაგ.: llama) მოდელების გამოყენება - ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც კურსის მიმდინარეობისას დაამუშავებენ მოსწავლეები. ფინალურ პროექტზე მუშაობისას კი დამოუკიდებლად დაგეგმავენ და შექმნიან ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციას. თიბისი ტექსკოლის სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა უფასოდ შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მთელი საქართველოდან. არ გამოგრჩეთ თიბისი ტექსკოლაში რეგისტრაცია 24 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)