17:57 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 16:20:35, 682 ნახვა

სამართალი
სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 473 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. საზღვრის მკვეთ პირს ოქროს ნივთები, ტანსაცმლის ქვეშ, წინასწარ მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საზღვარზე უკანონოდ ოქროს ნაკეთობების შემოტანის კიდევ 3 ფაქტი აღიკვეთა სგპ ,,სარფში". საქართველოს რამდენიმე  მოქალაქე საერთო ჯამში, 170,08 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანას, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სპეციალურად მოწყობილი სამალავებით (მათ შორის ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ არსებულ სივრცეში მოთავსებული იყო 35.61 გრამი) შეეცადა.

ზემოაღნიშნული ფაქტების აღკვეთის შედეგად, გამოვლენილმა არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 95 425,93 ლარი შეადგინა.

სამართალდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო, საქართველოს 2 მოქალაქეს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 20 130,16 ლარის ოდენობით შეეფარდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics