|
2025-03-13 13:08:01, 982 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი - ლიდერი ტექ დამსაქმებელი
თიბისისთვის, როგორც ტექ დამსაქმებლისთვის, მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების მიცემა, გუნდში ინოვაციებისა და კოლაბორაციების წახალისება. სწორედ, ამ მიზნების აღსრულებისთვის შეიქმნა თიბისი ტექ კომუნა - მიმართულება, რომელიც ტექ პროფესიონალებისთვის საერთაშორისო ბაზრის სტანდარტების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას ემსახურება. თიბისი ტექი ქმნის ერთიან, მზრუნველ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს, სადაც IT პროფესიონალები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ახალი ტექნოლოგიური მიღწევებით გვამარაგებენ. „ნეთვორქინგი ძალიან საჭირო და აუცილებელია, რაშიც თიბისი ტექ ხალხს ნამდვილად გვიწყობს ხელს. ისეთ მასშტაბურ კომპანიაში, სადაც ყველას ინდივიდუალური გამოცდილება გააჩნია, მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ტექ შეხვედრები და სესიები, რომლებსაც ხშირად კონფერენციის სახე აქვს. აქ ჩვენი კოლეგები კონკრეტული თემის გარშემო გვიზიარებენ ცოდნას, გვესაუბრებიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელსაწყოებზე. ასეთი შეხვედრები კოლეგებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაშიც გვეხმარება“ - გვიყვება გიორგი არაბული, დეველოპერი და ასოცირებული პარტნიორი. თიბისი ხელს უწყობს როგორც პროფესიულ განვითარებას, ისე გუნდურობის გაძლიერებას. თანამშრომლები განსაკუთრებულ მომენტებად არამარტო ტექნოლოგიურ მიღწევებს, არამედ გუნდურ აქტივობებსაც ასახელებენ. თიბისი აგრძელებს თანამშრომლებისთვის საუკეთესო გარემოს შენებასა და საკუთარი ღირებულებების აქტიურად გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, კომპანიას ტექნოლოგიურ ლიდერად და საუკეთესო დამსაქმებლად წარმოაჩენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)