|
2025-03-12 10:07:10, 438 ნახვა
მსოფლიო
გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია
გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში, ყველა უბნის მონაცემების დათვლის საფუძველზე, ხმათა უმეტესობა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ (Demokraatit) მოიპოვა - მას 29.9%-იანი მხარდაჭერა აქვს, 2021 წლის შემდეგ პარტიის მხარდაჭერა 9.1%-ითაა გაზრდილი, პარტია გრენლანდიის დანიისგან ნელი ტემპით გამოყოფას ემხრობა. 24.5 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო ოპოზიციურმა პარტია Naleraq-მა, ის დანიისგან გრენლანდიის სწრაფად გამოყოფას ემხრობა. „ხალხს სურს ცვლილებები ... ჩვენ გვსურს მეტი ბიზნესი, ფინანსები და კეთილდღეობა" - განაცხადა იენს- ფრედერიკ ნიელსენმა, დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მრეწველობისა და მინერალების ყოფილმა მინისტრმა, როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში, არ სურს დამოუკიდებლობა ხვალვე, ამისთვის კარგი „ფუნდამენტია საჭირო“. არჩევნებში, ჯამში ხმათა 36% მიიღო მმართველი პარტიის Inuit Ataqatigiit-სა და პარტია Siumut-ის კოალიციამ. როგორ ქვეყნის პრემიერმა, მმართველი პარტიის ლიდერმა მუტე ეგედემ დაწერა თავის ფეისბუკის გვერდზე, აღიარებს არჩევნების შედეგებს და განიხილავს კოალიციის შექმნის თაობაზე ნებისმიერ წინადადებას. საპარლამენტო არჩევნები გრენლანდიაში 11 მარტს ჩატარდა, მასში ხუთი პარტია მონაწილეობდა. გრენლანდიის პარლამენტის - 31 წევრისგან შემდგარი „ინაცისარტუტის“ არჩევნები არასოდეს იქცევდა ხოლმე განსაკუთრებულ ყურადღებას. დედამიწის ყველაზე დიდი კუნძული, რომელზეც 60 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, იშვიათად ხვდებოდა ახალ ამბებში 2025 წლის იანვრამდე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მიმართ ინტერესი გამოთქვა მისი სტრატეგიული მდებარეობისა და მდიდარი წიაღისეულის გამო. ტრამპის თქმით, აშშ-ისთვის გრენლანდიის ფლობა „აბსოლუტურად აუცილებელია“ „ეროვნული უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველყოფისთვის მთელს მსოფლიოში“.
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)