|
2025-03-11 14:09:54, 784 ნახვა
ეკონომიკა
ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციაში — საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge დაემატა ახალი კურსი — ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციაში. კურსი ორგანიზაციისა და ლიდერების ტრანსფორმაციის მნიშვნელობას ეხება, ამასთან იგი მიმოიხილავს გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ამ პროცესში შეიძლება წააწყდეთ. კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, როგორ გარდაქმნათ ლიდერობის სტრესი ზრდის წყაროდ და რას ნიშნავს, იყო თანამედროვე ლიდერი. კურსს გაუძღვება თინათინ რუხაძე, ACT Global-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. “ბიზნესკურსში გიამბობთ, თუ რა გვაძლევს და რა გვართმევს ცვლილებების ძალას, რას ნიშნავს ორგანიზაციული ტრავმა, ან როგორ შეუძლია ბიზნეს ლიდერს, საკუთარი სტრესი გარდაქმნას ცვლილებების ენერგიად; როგორ შევცვალოთ მიკრომენეჯმენტი ეფექტური ლიდერობით; როგორ მოვიპოვოთ ტრანსფორმაციის გზები და როგორ განვავითაროთ კომპანია“, — ამბობს თინათინ რუხაძე. საქართველოს ბანკის პლატფორმა Businesscourse.ge 2018 წლიდან აძლევს ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს განვითარების შესაძლებლობას. უკვე 60-მდე კურსით, პლატფორმა მოიცავს ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. კურსები, რომლებიც ონლაინ ლექციების ფორმატშია განთავსებული, ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია 24/7-ზე. აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)