|
2025-03-10 13:24:14, 467 ნახვა
სამართალი
მოსამართლე ე.წ. პიჯაკების საქმეზე განაჩენის გამოსატანად გავიდა
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კი ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს. როგორც მაშინდელმა სდსს-ის უფროსმა, თემურ ჯანაშიამ დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა, მის წინააღმდეგ 11 წლის განმავლობაში, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება მიმდინარეობდა. მისი თქმით, ფინანსები, რომელსაც ბრალდების მხარე საბიუჯეტო სახსრებით ფლანგვად აფასებს, კონკრეტული მიზნობრიობით დაიხარჯა. ასევე, მან საქმეში კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მას თანამდებობაზე ყოფნის დროს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის შესახებაც მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აცნობა და ის დაეხმარა, ფინანსური სახსრების მოძიებაში. მისივე თქმით, ამ კონკრეტულ მონაკვეთთან დაკავშირებით ყველანაირი დამამტკიცებელი საბუთი აქვს და მიიჩნევს, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის არანაირი საბაბი არ აქვს. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)