|
2025-03-06 23:21:48, 705 ნახვა
სამართალი
რეჟიმის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებული 8 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა აქციების დროს დაკავებული 8 პირი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე, ვასილ კაძელაშვილი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ინსაფ ალიევი პატიმრობაში დატოვა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მგელიაშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა რვავე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ. პროკურორის განცხადებით, "ნაკლებსავარაუდოა, რომ ბრალდებულები პატიმრობაზე უფრო ნაკლებ ზომას დამორჩილდნენ". ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ის ელექტრონული მონიტორინგით გაათავისუფლონ, აეკრძალოს თბილისში შემოსვლა, ჩამოართვან პირადობის მოწმობა და პასპორტი. ასევე დააყენა 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობაც. ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა სასამართლოს, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. მომდევნო სასამართლო სხდომა 12 მარტის 13:00 საათზეა ჩანიშნული
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)