|
2025-03-05 20:54:54, 695 ნახვა
მსოფლიო
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაციას USAID-ის $2 მილიარდის გადახდა მოუწევს
აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაცია უნდა დაემორჩილოს ქვეტა ინსტანციის ფედერალური რაიონული სასამართლოს ბრძანებას და გადაიხადოს თითქმის $2 მილიარდის ოდენობის საგარეო განვითარების დახმარება, რომელიც იმ არასამეწარმეო დახმარების ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც მთავრობის დავალებით სამუშაო უკვე შესრულებული აქვთ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა 5-4-ზე გადანაწილებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსმა და დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა მოსამართლე ეიმი კონი ბარეტმაც დაუჭირა. სასამართლოს გადაწყვეტილება დამატებით არ განუმარტავს, თუმცა განაცხადა, რომ ფედერალურმა რაიონულმა მოსამართლემ უნდა "განმარტოს, თუ რა ვალდებულებები უნდა შეასრულოს მთავრობამ, რათა უზრუნველყოფილი იყოს შემაკავებელი ორდერის აღსრულება". ქვედა ინსტანციის სასამართლო ამჯერად აპირებს, განსაზღვროს, დააწესოს თუ არა საგარეო დახმარების გაყინვის წინააღმდეგ უფრო გრძელვადიანი წინასწარი სასამართლო აკრძალვა. მოსამართლე სემუელ ალიტომ თავის "განსაკუთრებულ აზრში" დაწერა, რომ უზენაესი სასამართლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით "განცვიფრებული" იყო. "გააჩნია თუ არა შეუზღუდავი ძალა ცალკეული ფედერალური რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც დიდი ალბათობით აკლია იურისდიქცია, აიძულოს აშშ-ს მთავრობას, გადაიხადოს (და სავარაუდოდ, სამუდამოდ დაკარგოს) გადასახადის გადამხდელთა $2 მილიარდი დოლარი? ამ კითხვაზე პასუხი დაჟინებული "არა" უნდა იყოს, მაგრამ ამ სასამართლოს უმრავლესობა, როგორც ჩანს, განსხვავებულად ფიქრობს". - დაწერა მან. სასამართლოს უმრავლესობას არ დაუკონკრეტებია ვადა, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაცია ვალდებულია, გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. თავდაპირველად, ტრამპის ადმინისტრაციამ აღმასრულებელი ბრძანების მეშვეობით საგარეო დახმარების გადასახადების გაყინვა სცადა, თუმცა აშშ-ს ფედერალურმა რაიონულმა მოსამართლემ ამირ ალიმ გასცა განკარგულება, რომ დროებითი შემაკავებელი ორდერის ფარგლებში, რომელიც სამი კვირის წინ გამოიცა, ვალდებულებების გადახდა გაგრძელდეს. ხოლო წინა კვირას, ალიმ, რომელიც ბაიდენის მიერ არის დანიშნული, გადაწყვიტა, რომ ადმინისტრაციამ დროებითი შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია და ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, დაგვიანებული ვალდებულებები 26 თებერვლის 23:59 საათამდე გადაეხადა. იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატების თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ დაარღვია დროებითი შემაკავებელი ორდერი, რაც მას საგარეო დახმარების ფინანსების გაყინვას უკრძალავდა. ამის ნაცვლად, ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ "სუვერენის იმუნიტეტიდან" გამომდინარე ადმინისტრაცია არ უნდა იყოს ვალდებული, ფული გადაიხადოს. სამართლებრივი დოქტრინაა, რომელიც გულისხმობს, რომ სუვერენს ან სახელმწიფოს არ შეუძლია, სამართლებრივად არასწორად მოიქცეს და მაშასადამე მას იმუნიტეტი აქვს სამოქალაქო სარჩელის ან სისხლის სამართლებრივი დევნისგან.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)