02:53 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 12:18:56, 471 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლები ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდნენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

„ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებს ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიდერებთან შეხვედრები ჰქონდათ.

როგორც გეგელია სოციალურ ქსელში წერს, ლატვია და რეგიონის სხვა სახელმწიფოები ერთგულად და მყარად დგანან ქართველი ხალხის გვერდით.

„საქართველოს დემოკრატიული ძალების ერთობლივი სამუშაო ვიზიტი ლატვიაში. გვქონდა შეხვედრები ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიდერებთან. მივიღეთ მონაწილეობა ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის (LATO) მიერ მოწყობილ დისკუსიაში საქართველოს თაობაზე.

ლატვიელები ჩვენი უახლოესი მეგობრები არიან, ვისაც უზომოდ უყვართ საქართველო და ესმით ჩვენი ისტორიული დილემები. ლატვია და რეგიონის სხვა სახელმწიფოები ერთგულად და მყარად დგანან ქართველი ხალხისა და ჩვენი დემოკრატიული ბრძოლის გვერდით. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ყველა გამოწვევას!”, - წერს გეგელია სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics