02:53 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 18:37:56, 637 ნახვა

პოლიტიკა
პლენარულ სხდომაზე სამშობლოს ღალატის მუხლს I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

 პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დამატებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს.

კანონის წარდგენის დროს ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ როცა "სახელმწიფო სამშობლოს ღალატთან საბრძოლველად მექანიზმებს კარგავს, ის საკუთარ მომავალსაც საფრთხეში აყენებს".

"კანონის პროექტი, რომელსაც დღეს მე თქვენ წარმოგიდგენთ ერთი აბზაცისგან შედგება, მაგრამ ამ კანონპროექტის მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია ჩვენი სამშობლოსთვის, ვინაიდან ის პასუხობს როგორც ჩვენი წარსული გმირების სულისკვეთებას, როდესაც ისინი სამშობლოს ერთგულებას საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა აყენებდნენ, ასევე ჩვენ მომავალ თაობებს, ვინაიდან სახელმწიფოს დაცვა ღალატისგან არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება. [...] ეს სცდება უბრალოდ სამართლებრივ ცვლილებებს, ეს არ არის მხოლოდ მუხლის დამატება, არამედ სახელმწიფოს ფუნდამენტური დაცვის საკითხი. [...] კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როცა სახელმწიფო სამშობლოს ღალატთან საბრძოლველად მექანიზმებს კარგავს, ის საკუთარ მომავალსაც საფრთხეში აყენებს". - თქვა იონათამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics