02:53 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 18:23:47, 667 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - კანონზე რამდენიმე მედია დარდობს, რომლებსაც სიძულვილისა და სიცრუის დათესვის დაკვეთა აქვთ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

საზოგადოებას უნდა სიმშვიდე და რაც მთავარია, სიძულვილისგან დაცლილი სწორი ინფორმაციის მიღება მედიასაშუალებებისგან, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საჭიროა „მედიის შესახებ“ კანონის მიღება, – ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში კონკრეტული მედიასაშუალებები პოლარიზაციის მთავარ წყაროდ არიან ქცეულნი.

„სიძულვილისგან და სიცრუისგან უნდა იყოს დაცლილი ქართული მედია. ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ეგზისტენციალური ამოცანა. თავიდან ბოლომდე ხელოვნურად თავსმოხვეულია ის სიძულვილი და სიცრუე, რასაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში. ამ მეთოდებს იყენებენ კონკრეტული ძალები ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ასეთი რამ დასრულდეს, ან მინიმუმ შეიზღუდოს, საჭიროა შესაბამისი კანონების მიღება. გადავხედოთ, ვინ დარდობს ამ კანონზე – ესენი არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან სიძულვილსა და სიცრუეს, გარე-დაკვეთების საფუძველზე. სხვას რატომ არ აღელვებს ეს ცვლილებები“, – განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ქვეყენაში არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან სიცრუის და სიძულვილის დათესვას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმს და მარტო ისინი დარდობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics