|
2025-03-04 12:56:18, 571 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი | ბარტას გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო დებიუტანტი კომპანია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო BARTA 2024-ის რიგით მეექვსე ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიო ბანკმა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭირვალობის ჯილდოს გაცემის ცერემონიაზე გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგების და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები გამოავლინა. „საპატიო ჯილდო საუკეთესო დებიუტანტი კომპანიისთვის“ ნომინაციაში გამარჯვებული ბაზისბანკი გახდა. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომპანია ორიენტირებულია კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაზე ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ხაზს უსვამს ბაზისბანკის ანგარიშების გამჭვირვალობასა და მდგრადობის მაღალ ხარისხს. BARTA ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით შეიქმნა. ჯილდო მიზნად ისახავს, წაახალისოს ახალი ანგარიშგების რეგულაციების დაცვა, ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას კომპანიებს შორის და გააუმჯობესოს კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტი ინვესტორების ნდობის გასამყარებლად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)