|
2025-03-03 14:06:31, 652 ნახვა
საზოგადოება
აქციაზე დაკავებული აქტივისტების დედებს დილიდან სრულიად უცნობი ადამიანები ყვავილებს ჩუქნიან
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
Აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების, დედები დილიდან ყვავილებს სრულიად უცნობი ადამიანებისგან იღებენ, ამ ფორმით უცხადებს მხარდაჭერას ხალხი დედის დღეს იმ დედებს, რომელთა შვილებიც დაკავებულები არიან და ციხეებში გამოგონილი ბრალდებებით ყავთ დაკავებული. პატიმრის დედები ემოციებს ვერ მალავენ და ამბობენ, რომ ყველა დედას უნდა ჰყავდეს გვერდში საკუთარი შვილი, რათა მათი მოფერება და მათთან დალაპარაკება შეძლონ. ისინი მოუწოდებენ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მათი შვილები საპატიმროებიდან, რადგან მათი შვილები სამშობლოს სიყვარულისთვის არიან დატყვევებულნი.
ყვავილები მიუტანეს არჩილ მუსელიანცის დედობილსაც, რომელიც ამბობს, რომ ამ ყვავილებს არჩილის დედის საფლავზე მიიტანს.
პროტესტის 96-ე დღეს, 20:00 საათზე, ფილარმონიასთან იკრიბება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ რეჟიმმა 51 სინდისის პატიმარი ციხეში უკანონოდ გამოკეტა. “ჩემი შვილია, ხელი გაუშვით“ - ასე ჰქვია აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც პატიმრების ციხეებიდან გამოშვება და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)