|
2025-03-01 12:02:12, 1077 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის ენერგოუსაფრთხოების პროექტი შეაჩერა - NBC News
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინიციატივა - უკრაინის ენერგოუსაფრთხოების პროექტი, რომლითაც აშშ-მ რუსეთის თავდასხმებით დაზიანებული უკრაინული ენერგეტიკული ქსელის აღდგენაში მილიონობით დოლარის ინვესტიცია ჩადო. ინფორმაციას ამერიკული ტელევიზია NBC News USAID-ის 2 მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. "ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ამ ადმინისტრაციის შესაძლებლობებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში და ეს სიგნალს გაუგზავნიდა რუსეთს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს უკრაინა ან ჩვენი წარსული ინვესტიციები. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ორმხრივ ომს აწარმოებს: სამხედროს და ეკონომიკურს. ისინი ცდილობენ, ჩამოშალონ ეკონომიკა, თუმცა USAID-ს ცენტრალური როლი შეუსრულებია უკრაინის დახმარებაში, დარჩენილიყო ის მტკიცე და შეენარჩუნებინა ელექტრონული ქსელი. ჩვენი უკრაინის მთავრობას დიდი რაოდენობის დახმარება გადავეცით, რათა თავიდან აგვეცილებინა მაკროეკონომიკური კრიზისი". - თქვა ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ USAID-იდან. წყაროებმა NBC-ს უთხრეს, რომ USAID-ის მიერ უკრაინიდან გამოსვლა ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელს შუა ზამთარში რუსული რაკეტების თავდასხმების წინაშე მოწყვლადს დატოვებდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს აღნიშნულზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთი უკრაინის ენერგო ობიექტებს ომის დაწყებიდან დღემდე ესხმის თავს.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)