21:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 16:59:39, 535 ნახვა

სამართალი
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთ ექიმს ბრალი წაუყენეს

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალი წარედგინა ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს, რომელსაც პროკურატურა სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება, რამაც შეიძლება, ხუთი წლით ციხეში მოხვედრა გამოიწვიოს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარები ირწმუნებიან, რომ მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში შეყვანილ ჩარკვიანს ექიმმა მედიკამენტოზური მკურნალობა დაუნიშნა, თუმცა აუცილებელი კვლევები არ ჩაუტარებია. ადვოკატის თქმით, სასამართლო ხვალ იმსჯელებს ექიმის აღკვეთის ღონისძიებაზე. ბრალდების მხარე გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.

„ეს არის ექიმი, რომელმაც, საქმის მასალების მიხედვით, ვერ განარჩია ვირუსული და ანტიბაქტერიული დაავადება. ამიტომ, ვირუსული მკურნალობა საერთოდ არ დაუწყია და დაიწყო მხოლოდ ანტიბიოტიკით, ისე, რომ არც ერთი ანალიზი არ ჩაუტარებია, რამაც გამოიწვია პაციენტის მდგომარეობის დამძიმება და გარდაცვალება“, – განაცხადა ადვოკატმა ზაალ დავითაიამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, ექიმმა არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის პროტოკოლი და მედიკამენტოზური მკურნალობა დაუნიშნა შესაბამისი კვლევის გარეშე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics