|
2025-02-28 14:45:25, 555 ნახვა
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში სამ მწყემსს ეძებენ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათგან ორის - ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები, სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა. ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა. „სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა. მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია. სოფლის საინიციატივო ჯგუფი ცდილობს გზის გაკვალვას“, - აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)