|
2025-02-28 09:38:05, 560 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 28 თებერვალს და 1-2 მარტს, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს
საქართველოში 28 თებერვალს და 1-2 მარტს, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ჰაერის ტემპერატურა დაბლობში – -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში – -13, -18, მაღალმთიან ზონაში კი -18, -23 გრადუსამდე დაიკლებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში – ზვავსაშიშროება. „საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ, შესაძლებელია, ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს. საფრთხის დონე მაღალი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)