19:01 - 26 May, 2026
|
2025-02-27 13:12:14, 605 ნახვა
საზოგადოება
იმერეთში ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება 103 სოფელი
იმერეთში ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება 103 სოფელი. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხარაგაულის მაღალმთიან ზონაში, სადაც თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. მათივე ცნობით, 12-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები - წუხელ მთელი ღამის განმავლობაში 75 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, დილიდან კი პროცესში 158 ერთეული ტექნიკა ჩაერთო. როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, წუხელ გვიან ღამით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩაერთო თავდაცვის ძალების ტექნიკაც. სასწავლო პროცესი ისევ შეჩერებულია მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლასა და ბაღებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)