|
2025-02-26 16:27:06, 603 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - თევდორე აბრამოვი არ არის არცერთი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ
22 წლის თედო აბრამოვის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. სპორტსმენს 5 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების, "მდმა"-ის შეძენა, შენახვა, ტარებას ედავებიან, თუმცა დღეს, დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ თედო აბრამოვი არცერთი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. როგორც ადვოკატმა ინგა ჯაბანიშვილმა აღნიშნა, საქმეში არ არსებობს არცერთი ნეიტრალური მოწმე და მტკიცებულება. დაცვის მხარე ახლა დნმ-ის და თითის ანაბეჭდის ექსპერტიზის პასუხს ელოდება.
შეგახსენებთ, რომ თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციიდან მოდიოდა. გამოძიების ინფორმაციით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება 5 გრამამდე "მდმა" ამოიღეს. თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)