|
2025-02-25 09:35:53, 882 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი - რუსეთს მშვიდობა სურს, რასაც ხელს ზელენსკი უშლის
დონალდ ტრამპი არა მხოლოდ იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, არამედ, იმას აკეთებს, რაც სურს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით თავისუფალი ხელი აქვს, თუმცა კონფლიქტის არსებითი გადაწყვეტის საკითხის დონალდ ტრამპთან განხილვა ჯერ არ მომხდარა. „ის არა მხოლოდ იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, არამედ, იმას აკეთებს რაც სურს. ეს ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ლიდერის პრივილეგიას წარმოადგენს“, - განცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსეთს მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევა სურს, მაგრამ ამას ხელს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უშლის. „შექმნილ ვითარებაში, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სიმართლე გითხრათ, ჩვენ დაინტერესებულები ვიქნებოდით, რომ ის იქ იჯდეს და განაგრძოს იმ რეჟიმის დაშლა, რომელთანაც შეიარაღებულ კონფლიქტში ვართ. მაგრამ, უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაძლიერების ინტერესების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აუცილებელია უფრო ენერგიულად და სრულიად განსხვავებული მიმართულებით მოქმედება - ხელისუფლებაში იმ ადამიანების მოყვანით, რომლებიც უკრაინელი ხალხის ნდობით ისარგებლებენ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. ამასთან პუტინმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს - და სხვებს - "უფლება აქვთ და შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ" მოლაპარაკებებში უკრაინაში ომის საკითხის მოსაგვარებლად. პუტინმა ინტერვიუში თქვა, რომ მზად არის იმუშაოს "უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკელებთან" უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში იშვიათი ლითონებისა და სტრატეგიული მინერალების მარაგების განვითარებაზე. ასევე, რუსეთის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ტოქსიკურ ფიგურად" მოიხსენია.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)