22:21 - 26 May, 2026
|
2025-02-24 13:26:45, 557 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახური - სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვების საქმეს უკავშირდება
სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს. როგორც უწყებაში განაცხადეს, ჩხრეკა პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვების საქმეს უკავშირდება. „საქმე ეხება დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვებას“, - განაცხადეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ცნობისთვის, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ტარდება. პროცესს ადვოკატიც ესწრება. თავად ცნობილაძე აღნიშნულ პროცესს საპროტესტო აქციებზე მის აქტიურობას უკავშირებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ იცის, რას ეძებენ მის სახლში. ცნობილაძის თქმით, ჩხრეკაზე დილით შევიდნენ და ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)