21:28 - 26 May, 2026
|
2025-02-23 15:25:31, 396 ნახვა
საზოგადოება
თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფოთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება
თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფოთის მუნიციპალიტეტში. ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ,ასევე გარკვეულ უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მერიის ინფორმაციით, ნალექისგან გზებისა და ტროტუარების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6 000-მდე აბონენტს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება. მოსალოდნელი უამინდობის გამო, 24 და 25 თებერვალს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება, ასევე მხოლოდ, 24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდება საჯარო სკოლებში. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)