|
2025-02-22 17:36:51, 573 ნახვა
სამართალი
გიორგი მონავარდისაშვილს, რომლის მანქანაზეც სპეცრაზმელები ფეხებს აბრახუნებდნენ, შსს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება - ვიდეო
მამაკაცი, რომელმაც "თბილისი მოლთან" გამართული აქციის დროს, მომიტინგეები ავტომობილის ხმოვანი სიგნალებით გაამხნევა, პოლიციამ 1500 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმებამდე გიორგი მონავარდისაშვილი პოლიციას 2 საათის განმავლობაში ჰყავდა გაჩერებული და მისი მანქანა ძებნაზე აყვანილი, თუმცა მოქალაქეს ვერ უხსნიდნენ, რატომ. დაახლოებით 2 საათის გასვლის შემდეგ, გაჩერებულ კაცთან პოლიციის მესამე ეკიპაჟი მივიდა, რომელმაც გიორგი მონავარდისაშვილს დაყოვნების მიზეზი განუმარტა. გიორგი მონავარდისაშვილს, რომლის მანქანაზეც სპეცრაზმელები ფეხებს აბრახუნებდნენ, შსს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება და უმტკიცებს, რომ "თბილისი მოლთან" დემონსტრანტებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებით საავარიო სიტუაცია შექმნა. გიორგი მონავარდისაშვილს, რომელსაც ავტომობილის მართვის უფლებაც ჩამოართვეს, პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. შსს-ის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ამ ფაქტზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნება, თუმცა როდის, ამ დროისთვის უცნობია. მოქალაქემ მისი ავტომობილის ძებნაზე აყვანის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც რუსთავში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ცენტრში მანქანის ნომრის შესაცვლელად მივიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)