01:24 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 16:25:02, 498 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: „ნაციონალები“ თავიანთ გაფუჭებულ საქმეებს გვაბრალებენ, რაც მინიმუმ საწყენია

„ნაციონალები“ თავიანთ გაფუჭებულ საქმეებს გვაბრალებენ, რაც მინიმუმ საწყენია“, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩაისახა,  ახლანდელ ხელისუფლებას ბრალდება.

„ის, რასაც ხალხი ვერ ხედავდა, ან ხმას ვერ იღებდა შიშის გამო, გამჟღავნდა და გამოჩნდა ახლა. ბევრი შეცდომა,  რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩაისახა, ბრალდება ახლანდელ ხელისუფლებას. ჩვენ ახლა დემოკრატიის მშენებლობის იმ სტადიაზე ვართ, როცა შავ სამუშაოებს ვასრულებთ. სამშენებლო ნაგავი უნდა გავიტანოთ და  საძირკველის გამყარება დავიწყოთ აუცილებლად. ამ დროს, ეს ადამიანები არა მარტო ხელს გვიშლიან, არამედ თავის გაფუჭებულ საქმეებს გვაბრალებენ, რაც მინიმუმ საწყენია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს მოუსმინეს. მინისტრმა დეპუტატებს  ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics