|
2025-02-21 11:48:25, 535 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ექსპერტიზით, ნარკოტიკული საშუალების პაკეტზე ნიკა კაციას თითის კვალი არ გამოვლინდა
აქციების პერიოდში დაკავებული ნიკა კაციას ადვოკატის განცხადებით, ჩაატარეს ალტერნატიული ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ პაკეტზე, რომლის ფლობასაც კაციას ედავებიან, მისი თითი ანაბეჭდები არ ამოვიდა. ასევე, ექსპერტიზამ არ გამოავლინა კაციას ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალების კვალი. როგორც ადვოკატი ნინა ლომინაძე ამბობს, ექსპერტიზის დასკვნას დღევანდელ სხდომაზე წარადგენენ. "დაცვის მხარეს დანიშნული ჰქონდა ალტერნატიული ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა [ანაბეჭდი] და ნარკოლოგიური შემოწმება თმის ღერიდან. მივიღეთ დასკვნები, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ კაციას არ დაუდგინდა მოხმარების ფაქტი. ამასთან ერთად დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადასაფუთ პაკეტზე თითის კვალი არ ამოვიდა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ეტაპი გულისხმობს, რომ წარვადგენთ ჩვენ სასამართლოზე ამ მტკიცებულებას, სასამართლო იმსჯელებს მის დასაშვებობაზე. საქმეში იცვლება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ნიკოლოზ კაცია ინფორმაციული პატაკის საფუძველზეა დაკავებული და მისი პირადი ჩხრეკა ჩატარდა, რადგან ამ ინფორმაციულ პატაკში მითითებული იყო, რომ ის იყო აქტიური მომხმარებელი და შესაბამისად, ამ მიზნით შეიძინა და ინახავდა უკანონოდ ნარკოტიკულ საშუალებებს. [ექსპერტიზის დასკვნა] ნიკოლოზ კაციას პოზიციას ამყარებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას როგორც მომხმარებელს, არაფერში არ სჭირდებოდა, ეს ნარკოტიკული საშუალება და როგორც ნიკოლოზ კაცია თავად აცხადებს, ეს ნარკოტიკული საშუალება მას ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა". - ამბობს ადვოკატი ნინა ლომინაძე. ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა კაციას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილს ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ჟურნალისტი ნიკა კაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა 23 იანვარს პატიმრობაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)