|
2025-02-20 16:08:44, 434 ნახვა
საზოგადოება
ახალციხის სტრუქტურულ ერთეულში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი შეჩერებულია
დიდთოვლობის გამო, მომსახურების სააგენტოს ახალციხის სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) შეჩერებულია, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. „პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ. კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ. გაითვალისწინეთ, რომ დიდთოვლობის გამო, შესაძლოა სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც საგამოცდო პროცესი შეფერხდეს. გთხოვთ, გამოცდაზე გასვლამდე, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 1272,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)