|
2025-02-19 17:24:39, 470 ნახვა
საზოგადოება
თემურ ქათამაძე, რომელიც 34-ე დღეა შიმშილობს, შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს
ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე, რომელიც 34-ე დღეა შიმშილობს, შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს. ქათამაძე პროტესტის ნიშნად ასევე უარს ამბობს გამოკვლევების ჩატარებაზე დროებითი მოთავსების ცენტრშიც. ინფორმაციას ამის შესახებ, თემურ ქათამაძის წერილთან ერთად, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს. წერილში მედროშე წერს: "ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე მზია ამაღლობელის შემდეგ შიმშილობის დროშა ახლა მე, "ბათუმელმა მედროშემ" ავიღე ხელში და შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე."
შეგახსენებთ, თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. ოლიგარქის პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)