|
2025-02-19 11:34:06, 454 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი - უმუშევრობის დონე წლიურად შემცირდა
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.2% შეადგინა. თუმცა, უმუშევრობა გაზრდილია წინა კვარტალთან შედარებით, როცა უმუშევრობის დონე 13.8% იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის ბოლოს უმუშევრობა გაზრდილია როგორც პირველ ისე მეორე კვარტალებთან შედარებითაც.
2024 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რაც შეეხება სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეს (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 55%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 47.1% შეადგინა. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 48.5% და 45.2% შეადგენს. საქსტატის თანახმად, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის მე-4 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში - 0.1 პროცენტული პუნქტით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)