|
2025-02-18 13:40:25, 401 ნახვა
სამართალი
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული სახდელი მხოლოდ ისაკო დევიძეს დაეკისრა - 5 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მარიამ გაჩეჩილაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ცნობილია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაჩეჩილაძე გათავისუფლდა პასუხისმგებლობიდან და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. აღსანიშნავია, რომ ისაკო დევიძეს და მარიამ გაჩეჩილაძეს შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, როდესაც, უწყების განმარტებით, გზის გადაკეტვის საჭიროება არ იყო აქციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე. კერძოდ, უწყების ცნობით, ისაკო დევიძემ გზა ხელოვნურად 8 იანვარს, ხოლო მარიამ გაჩეჩილაძემ 9 იანვარს გადაკეტა. შსს-ს ინფორმაციით, მტკიცებულების სახით გააჩნიათ სამეთვალყურეო კამერის ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ასახულია დევიძისა და გაჩეჩილაძის მხრიდან გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტები. რაც შეეხება გაჩეჩილაძისა და დევიძის პოზიციებს, მათი თქმით, მათ გზა არ გადაუკეტავთ, შესაბამისად თავს სამართალდამრღვევებად არ მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ ისაკო დევიძემ გადაწყვეტილების გამოტანამდე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და მოტივად, მოსამართლისადმი უნდობლობა დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)