|
2025-02-18 12:09:36, 396 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი „ვივამედში“ კიდევ ერთხელ შევიდეს
„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ კიდევ ერთხელ შევიდეს. შესაბამისი კომენტარი „ინტერპრესნიუსთან“ ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა გააკეთა. „ნაბიჯების გადადგმას კიდევ ვაპირებთ, რომ სახალხო დამცველმა ახლიდან უზრუნველყოს ექიმების მასთან შესვლა, შემოწმება, გასაუბრება, რაღაც ზომები რომ მიიღონ. ცხადია, სამედიცინო საკითხებზე ჩვენი არგუმენტაცია არ არის მყარი. ექიმის არგუმენტაცია არის მყარი. ალბათ, დღეს კიდევ მივმართავთ სახალხო დამცველს. ბოლო ვიზიტიდან დიდი დრო გავიდა. საია განცხადებასაც დადებს აღნიშნულთან დაკავშირებით, წერილსაც გამოვაქვეყნებთ და მივმართავთ ომბუდსმენს“, - აღნიშნა მწარიაშვილმა. ინფორმაციისთვის, გუშინ, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მოუწოდა მზია ამაღლობელის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ, მზია სრულად შეასრულოს მათი რეკომენდაცია, რაც პირველ რიგში, ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 38-ე დღეა შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)