|
2025-02-17 16:25:30, 474 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილი - თურნავამაც დაადასტურა, მტკიცებულება არ არსებობს, რომ ივანიშვილი ინვესტორია
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ ე.წ. ბიტკოინების საქმეში ივანიშვილის ინვესტორობის შესახებ არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს. "ყველა სახელმწიფო ექსპერტი, ნათია თურნავა იქნება თუ სხვა, იგივე საგადასახადოს ექსპერტი, ყველა ეფუძნება პროკურატურის დადგენილებას. პროკურატურამ დაადგინა, რომ ივანიშვილი არის ინვესტორი და იმის გარშემო მოძრაობენ. ეროვნულმა ბანკმა ქართუ ბანკის წერილის საფუძველზე დაადგინა, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი ყოფილა ინვესტორი. შესაბამისად, თავისივე პროკურატურის და ქართუ ბანკის მიერ გავრცელებულ ჩვენებებს ატრიალებენ და მოგვავლენენ როგორც ჭეშმარიტებას. საგადასახადო ექსპერტმა, რომელიც დაიკითხა, პირდაპირ თქვა რომ მან უბრალოდ მიიღო ინფორმაცია, თუ რა პროცენტებით უნდა გადაეთვალა წილები ჩემსა და ივანიშვილს შორის და ამ პროცენტებით უბრალოდ არითმეტიკული კალკულაცია შეასრულა, რომელსაც ნებისმიერი სკოლის მოსწავლე შეასრულებდა. ნათია თურნავამ, როგორც ივანიშვილმა, დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება იმისი, რომ ივანიშვილი არის ინვესტორი არ არსებობს. მან მოიშველია ისევ ქართუ ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკისთვის მიწერილი წერილი, სადაც ქართუ ბანკი თვითონვე აღიარებს, რომ ივანიშვილი იყო ინვესტორი და ეს საკმარისი იყოო, რომ ჩვენ დაგეჯარიმებინა ქართუ ბანკიო". - ამბობს ბაჩიაშვილი TV პირველთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)