14:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 14:00:51, 343 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ კორეაში DeepSeek-ზე წვდომა დროებით შეუძლებელია

ჩინურმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა DeepSeek-მა,  სამხრეთ კორეაში  თავისი  აპლიკაციის  ხელმისაწვდომობა დროებით შეაჩერა, რადგანაც კომპანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების მოგვარებაზე მუშაობს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა 17 თებერვლას განაცხადეს.

სამხრეთ კორეის პერსონალური მონაცემების დაცვის კომისიის ცნობით, DeepSeek-ის აპლიკაცია ამოღებული იქნა App Store-ისა და Google Play-ის სამხრეთ კორეული ვერსიებიდან. კომპანია დათანხმდა, აპლიკაციის თავიდან გაშვებამდე, გაამკაცროს პერსონალური მონაცემების დაცვის ზომები.

კომისიის საგამოძიებო განყოფილების დირექტორმა, ნამ სოკმა, სამხრეთ კორეელ მომხმარებლებს ურჩია, წაშალონ აპლიკაცია თავიანთი მოწყობილობებიდან ან თავი შეიკავონ პერსონალური ინფორმაციის შეყვანისგან, სანამ პრობლემები არ მოგვარდება.

სამხრეთ კორეის ბევრმა სამთავრობო უწყებამ და კომპანიამ უკვე დაბლოკა DeepSeek თავიანთ ქსელებში ან აკრძალა მისი გამოყენება სამუშაო მიზნებისთვის, იმ შიშით, რომ AI მოდელი მეტისმეტად ბევრ სენსიტიურ მონაცემს აგროვებს.

კომისიამ, რომელმაც DeepSeek-ის მომსახურების გადახედვა გასულ თვეში დაიწყო, დაადგინა, რომ კომპანიას მესამე მხარის მონაცემთა გადაცემის საკითხში არ ჰყოფნიდა გამჭვირვალობა და შესაძლოა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პერსონალურ მონაცემებს აგროვებდეს, განაცხადა ნამ სოკმა.

კომისიას არ აქვს ზუსტი მონაცემები რამდენი მომხმარებელი ჰყავს DeepSeek-ს სამხრეთ კორეაში. თუმცა, Wiseapp Retail-ის ბოლო ანალიზის მიხედვით, იანვრის მეოთხე კვირაში DeepSeek-ს სამხრეთ კორეაში დაახლოებით 1.2 მილიონი სმარტფონ მომხმარებელი ჰყავდა, რაც მას ChatGPT-ის შემდეგ მეორე ყველაზე პოპულარულ AI მოდელად აქცევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics