|
2025-02-17 11:44:55, 457 ნახვა
სამართალი
ნათია თურნავა - ყველაფერი სრულიად კანონიერია
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მარეგულირებლის მიერ „ქართუ ბანკის“ დაჯარიმება სრულად კანონიერია. ამ კომენტარით შემოიფარგლა ნათია თურნავა ჟურნალისტებთან საუბრისას „ბაჩიაშვილის საქმეზე“ დღეს სასამართლოს დახურული სხდომის შემდეგ, სადაც ნათია თურნავამ ჩვენება მისცა. „ყველაფერი სრულიად კანონიერია. ჩვენ ყოველთვის ვუწესებთ ბანკებს სანქციებს და ჯარიმებს, როდესაც ეს აუცილებელია“, - განაცხადა თურნავამ. როგორ გაჩნდა ბაჩიაშვილის საქმეში თურნავა და რატომ დააჯარიმა სებ-მა 2023 წელს "ქართუ" 200,000 ლარით? შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღნიშნული ქმედება კი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)