|
2025-02-15 15:32:23, 545 ნახვა
საზოგადოება
კლინიკა „ვივამედთან“ მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
გამომცემლობა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად კლინიკა „ვივამედთან“ მისმა კოლეგებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ლია ჩახუნაშვილი აცხადებს, ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეშია და მისი მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს. „კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რომ მზიას მივაწვდინოთ ხმა და ვუთხართ, რომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანია. ის ჯანმრთელი, ძლიერი გვჭირდება ჩვენს საერთო ბრძოლაში, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამ აქციით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვეუბნებით, რომ მათ არანაირი საფუძველი არ აქვთ, პატიმრობაში ჰყავდეთ მზია. ის რეჟიმის მძევალი, უკანონო პატიმარია, ეს ყველასთვის ცხადია, ვინც საქმის მასალებს გაეცნობა. მზიას სიცოცხლე ნამდვილად საფრთხეშია, უკვე 35 დღეა შიმშილობს და ნებისმიერ წუთას შეიძლება მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. ამ მიტაცებული სასამართლოს პირობებშიც კი, მაინც მქონდა იმედი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო დააკმაყოფილებდა შუამდგომლობას, ძალიან კარგად დასაბუთებული შუამდგომლობაა სამართლებრივად. არანაირი საფუძველი მზიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების არ არსებობდა. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მზია ისევ მძევლად დაიტოვეს, მათ მშვენივრად იციან, რომ მზიას მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაუარესდეს. მთელი პასუხისმგებლობა მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმ ადამიანებზეა, ვისაც შეუძლია, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილებები მიიღოს და არ იღებს შიშის და იმის გამო, რომ ანგარიშვალდებულებას არა საზოგადოების წინაშე, არამედ ერთი ადამიანის წინაშე გრძნობენ“, - განაცხადა ჩახუნაშვილმა.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)