|
2016-03-09 10:24:00, 627 ნახვა
საზოგადოება
მერიის ორგანიზებით, სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა. მერიის იფნორმაციით, კონცერტს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და საკრებულოს განათლებისა, კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები დაეწრნენ. ნინა ხატისკაცის განცხადებით, დედაქალის მერია მსჯავრდებული ქალბატონებისთის სარვამარტო განწყობის შექმნას შეეცადა. „ჩვენ კონცერტის გზით მივულოცეთ ქალბატონებს 8 მარტი, იმედი გვაქვს, მომავალ წელს, როდესაც კვლავ მოვალთ ამ დღეს მე-5 დაწესებულებაში, მათი დიდი ნაწილი უკვე გათავისუფლებული იქნება“, - განაცხადა ნინა ხატისკაცმა. მსჯავრდებულ ქალებს დღესასწაული ქართველმა მომღერლებმაც მიულოცეს. კონერტში მონაწილეობა ქუჩის ბიჭებმა, გიო და ზუკა ხუციშვილებმა, ლაშა და ანა ღლონტებმა, ზურაბ მანჯავიძემ, ბუკა მანაგაძემ და სხვა შემსრულებლებმა მიიღეს. სპეციალურად ქალთა დღესთან დაკავშირებით ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა დუეტები შვილებთან ერთად შეასრულეს. კონცერტის წამყვანი მსახიობი ნიკა წულუკიძე იყო. დღესასწაული მსჯავრდებულებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც მიულოცა. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და თბილისის მერიამ განუმეორებელი ზეიმი აჩუქა იმ ქალბატონებს, რომლებიც სასჯელს იხდიან რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში. მინდა მათ და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო 8 მარტი“, -განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. 8 მარტი მსჯავრდებულ ქალბატონებს N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმაც მიულოცა. მან აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა. თბილისის მერიის ორგანიზებით, სასჯელაღსრულების მეხუთე ქალთა დაწეებულებაში კულტურული ღონისძიებები სისტემატურად იმართება.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)