|
2025-02-14 15:00:22, 879 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი უარყოფს, რომ რუსულმა დრონმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანა
კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ რუსულმა დრონმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავ სარკოფაგზე იერიში მიიტანა. "საუბარიც კი ვერ იქნება, რომ იერიშები ხდება ატომური ინფრასტრუქტურის, ბირთვული ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რაღაც ობიექტებზე. ამიტომ, ნებისმიერი მტკიცება, რომ ეს ასე იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება. რუსი სამხედროები ამას არ აკეთებენ, არ აკეთებენ. საუბარია მორიგ პროვოკაციაზე, გაყალბებაზე. ეს არის სწორედ ის, რაც კიევის რეჟიმს უყვარს და, ზოგჯერ, რისი კეთებაც არ ერიდება". - თქვა პესკოვმა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ 14 თებერვლის ღამით რუსულმა დრონმა ჩერნობილის განადგურებული ატომური ელექტროსადგურის დამცავი სარკოფაგი დააზიანა. მისივე თქმით, სადგურზე ამჟამად მონიტორინგი მიმდინარეობს და რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა (ГСЧС) ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავ სარკოფაგზე რუსული დრონის იერიშის შემდეგ რადიაციის დონე ნორმის ფარგლებს არ გასცდენია. სამსახურის ცნობით, მონიტორინგი მიმდინარეობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)