15:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 20:54:48, 551 ნახვა

მსოფლიო
აშშ ირანის ნავთობის საექსპორტო ქსელს ასანქცირებს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) - ის ინფორმაციით, აშშ ირანის ნავთობის საექსპორტო ქსელს ასანქცირებს.

სანქციების ქვეშ მოყვა საერთაშორისო ქსელი, რომელიც ხელს უწყობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ირანული ნედლი ნავთობის მილიონობით ბარელის გადაზიდვას.

ირანიდან ჩინეთში ნავთობის გადაზიდვა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და მისი ფიქტიური კომპანია Sepehr Energy-ის დავალებით ხორციელდებოდა. აღნიშნული სასანქციო ქმედება რამდენიმე იურისდიქციაში მყოფ კომპანიებსა და ინდივიდებს ეხება, მათ შორის ჩინეთში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისევე როგორც რამდენიმე გემს.

განცხადების თანახმად, ირანი ყოველწლიურად ნავთობის გაყიდვით მილიარდობით დოლარის ეკვივალენტს იმუშავებს, რასაც შემდგომ რეგიონში სადესტაბილიზაციო აქტივობების დასაფინანსებლად და რამდენიმე რეგიონული ტერორისტული ჯგუფის მხარდასაჭერად იყენებს, როგორებიცაა „ჰამასი“, „ჰუსიტები“ და „ჰეზბოლა“.

„ირანული რეჟიმი ფოკუსირებული რჩება მისი ნავთობის შემოსავლები გამოიყენოს ატომური პროგრამის დასაფინანსებლად, ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საწარმოებლად, და მისი რეგიონული ტერორისტული მარიონეტული ჯგუფის მხარდასაჭერად. შეერთებული შტატები მზად არის აგრესიულად სამიზნეში ამოიღოს ირანის ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს ამ მავნე აქტივობებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფა”, - განაცხადა სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics