15:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 16:11:11, 391 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო - ღაზას მოსახლეობის გადაადგილება დროებითი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება ღაზას სექტორიდან მოსახლეობის განსახლების შესახებ მხოლოდ დროებით იმოქმედებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის წინადადება „ძალიან დიდსულოვანი“ შეთავაზებაა ღაზას სექტორის ნამსხვრევებისგან გათავისუფლებისა და ანკლავის რეკონსტრუქციაში დახმარების გაწევის მიზნით.

„ცხადია, რეკონსტრუქციის პერიოდში ხალხს, დროებით, სხვაგან ცხოვრება მოუწევს“, - აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ ამჟამად ღაზას სექტორი ადამიანების საცხოვრებლად არახელსაყრელია და იმის შეთავაზება, რომ ადამიანებმა ასეთ მძიმე პირობებში იცხოვრონ, ბოროტება იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics