|
2025-02-06 13:32:47, 426 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - მზია ამაღლობელთან ხვალ, შესაძლოა, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი შევიდეს
მზია ამაღლობელის მდგომარეობა უცვლელია, თავს სტაბილურად გრძნობს. ადვოკატი ვარ, პროფესიონალურად ვერ ვაფასებ, თუმცა პალატაში ჩვეულებრივ დადიოდა, რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ განაცხადა. მისი თქმით, 7 თებერვალს „ვივამედში“ მზია ამაღლობელთან, სავარაუდოდ, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი შევა. „მადლობა გადაუხადა იმ ადამიანს, ვინც შიმშილობა შეწყვიტა და ყველას სთხოვა, რომ მის გამო თავგანწირვა არ ღირს. რაც შეეხება „ვივამედში“ დატოვების საკითხს, ბატონ ზურასაც ვესაუბრე და კლინიკამ ითხოვა, კლინიკაში გარკვეული დრო დაეყო, კვლევები ჩატარებულიყო, რაღაც ცვლილებებიც აღმოჩნდა გასტროენტეროლოგიურ კვლევებში. ქალბატონი მზია კვლავ ითხოვს, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობს, რომ არავისგან არანაირ შეღავათს არ ითხოვს. ხვალ, შესაძლოა, შემოვიდეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი და უნდა გაირკვეს, რა სახის კვლევები იქნება საჭირო, დანარჩენი ხვალ გაირკვევა. ქალბატონი მზიას მოთხოვნაა, თუ რამე კვლევაა დარჩენილი, დღეს ჩატარდეს, ხვალ ექიმებიც შევიდნენ და, მაქსიმუმ, ხვალ საღამოს დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ. მისი თქმით, კანონით გაწერილი ინსტრუქციით, ადამიანს როდესაც საკვებს სთავაზობენ და ის უარს ამბობს, საკვები გააქვთ და პაციენტმა ოქმზე უნდა მოაწეროს ხელი. „მე როდესაც შევედი, მაგიდაზე დატოვებული საკვები დამხვდა. გვითხრეს, როდესაც სანიტარი შემოვა, ის გაიტანსო. წესების დარღვევაა, ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთ იარაღად შეგვიძლია განვიხილოთ, წესები დაარღვიეს. გარკვეული გადასხმები გაკეთდა გუშინაც. მხოლოდ და მხოლოდ წყალს იღებს. დაცვის მხარე ექიმების ჯგუფის დაკომპლექტებაში მონაწილეობდა, „საიაც“, ქალბატონი მაიაც და ოჯახიც. შიმშილობის 26-ე დღეა და წონის კლება სახეზეა, თუმცა კონკრეტულ რიცხვებს ვერ გეტყვით“, – განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)