00:59 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 17:24:04, 406 ნახვა

პოლიტიკა
გადაბაძე: გაჩეჩილაძე შენობაში ვერ ავა, რადგან მან თქვა, რომ ძალადობას არ აპირებს

ლევან გაჩეჩილაძე შენობაში ვერ ავა, რადგან მან თქვა, რომ ძალადობას არ აპირებს, - ამის შესახებ „მაესტროს“ უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ახალ დირექტორთან, ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გადაბაძემ აღნიშნა, შეხევდრაზე გაჩეჩილაძემ ტელევიზიისთვის ალტერნატიული შენობის შერჩევისთვის გონივრული ვადა მოითხოვა.

„ვისაც უნდა ლევანთან შეხვედრა შეუძლია ჩამოვიდეს და შეხვდეს. კონკრეტული სახელები და გვარები არ ვიცი. არ ვიცი ლევანი რას სთავაზობს მათ ესეც უცნობია. ლევანი ვერ ავა ზემოთ შენობაში, რადგან მან თქვა, რომ არ აპირებს ძალადობას და სწორია ეს მისი მხრიდან. ძალადობა იქნება, თუ შემოვა ძალით. მან მოითხოვა გონივრული ვადა, რომ სხვა ალტერნატიული ფართით უზურნველყოს ტელევიზია. ეთერის უწყვეტობა იქნება უზრუნველყოფილი. ის არ აპირებს არანაირი მონაწილეობის მიღებას საეთერო ბადესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics